logo
ENG



"არ მოგაკვლევინებთ" - სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით აქცია გაიმართა

15 ნოე 202117:34
3 წუთის საკითხავი
 

"არ მოგაკვლევინებთ" - ამ ლოზუნგით მთავრობის ადმინისტრაციასთან ქალთა საინიციატივო ჯგუფის აქცია გაიმართა. 

აქციის მონაწილეების თქმით, მიხეილ სააკაშვილის უფლებები ირღვევა და ის მრავალპროფილურ კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ.

ამასთან, მათ სოლიდარობა გამოხატეს სხვა მოშიმშილე პოლიტიკოსების მიმართ.

"მე როდესაც თქვენს პროფესიაში ვიყავი, იმ დროს, ჩემზე მეტად შეიძლება არავინ აკრიტიკებდა ამ კაცს და ეს ჩემი კრიტიკა როიტერის საშუალებით მსოფლიოში გამქონდა, როცა გასაკრიტიკებელი იყო, მაგრამ ახლა როდესაც მის ელემენტარულ უფლებებს არღვევენ, მე არ შემიძლია მშვიდად, წყნარად ვიყო და ვიყო მკვლელობის და ამაზრზენი ქმედების თანამონაწილე, ვინც არ უნდა ჩადიოდეს ამ ქმედებას", - თქვა აქციის მონაწილემ, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის დეკანმა ნინო ივანიშვილმა. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 46-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს. 

მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა, გუშინ კი კიდევ 10-მა ოპოზიციონერმა და პაატა ბურჭულაძემ.


close დახურვა